logo
ENG



ლინკევიჩუსი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: რუსეთმა მეტი მოითხოვა, დათმობა არ იქნება

11 დეკ 202115:48
3 წუთის საკითხავი
 

ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება - რუსეთმა NATO-სგან მოითხოვა, უკან წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. 

ლინკევიჩუსი ამბობს, რომ უკრაინას და საქართველოს MAP-ი რუსეთის პროვოცირების შიშით არ მიანიჭეს, შემდეგ კი ამ ქვეყანამ მეტი მოითხოვა. 

"2008 წლის ბუქარესტის ნატოს საიტზე ჩვენ ჩავფლავდით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, მიენიჭებინათ MAP უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. პროვოცირება პირიქით მოხდა - [მაპის არ მინიჭებით] რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. მეტი დათმობა არ იქნება". - წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუქარესტის სამიტის პირობის უკან წაღება NATO-ს გუშინ, 10 დეკემბერს მოსთხოვა

საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთის პასუხადა თქვა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი.


close დახურვა